საითი „სინათლე“ :: Light - სიახლეები:
ეროვნული უმცირესობები და დამოუკიდებლობის რეფერენდუმი
როგორც მოგეხსენებათ 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. მის მონაწილეთა 90,8 პროცენტმა დადებითად უპასუხა შეკითხვაზე: თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებულია დასკვნა, რომელიც ავლენს განსაცვიფრებელ შედეგებს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოგიერთი დეტალი, რომელიც დაკავშირებულია არაქართული მოსახლეობის მონაწილეობასთან რეფერენდუმში.
 
ზვიად გამსახურდია - დილემა კაცობრიობის წინაშე
დღეს ეს დილემა ამგვარად გამოიკვეთა აზროვნების, ეთიკის თუ მორალის სფეროში: ან ვაღიაროთ, რომ დიდი სამყარო, უნივერსუმი და ჩვენ კაცობრიობა შექმნილი ვართ აბსოლუტურად კეთილი გონიერი უნივერსალური ძალის მიერ, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი დანიშნულება, დიადი მიზნები, რომ ჩვენი ისტორია და კულტურა არ არის მარტოოდენ რაღაც მექანიკური და ობიექტურად აუცილებელი ,,კანონზომიერების” შედეგი, რომ ის არ აღმოცენებულა შემთხვევით თუ უაზროდ და არ არის სურს აღასრულება თავისი ამსოფლიური მაღალი დანიშნულებისა. ან ვაღიაროთ, საპირისპირო: მორალი და ეთიკა მხოლოდ ცარიელი, უაზრო ცნებებია, ისეთ ადამიანთა მიერ გამოგონილი, რომელთაც სურთ ამ გზით დამონება და დათრგუნვა დანარჩენი კაცობრიობისა და რომელნიც თავიანთი ქვენა მიზნების განხორციელებისათვის იყენებენ ამ ცნებებს. ერთადერთი მისაღები და ცხოვრებისეულად გამართლებული ფორმაა ადამიანთა ყოფისა ცხოველურ ყოფასთან დაახლოება: ბუნებისმიერი და მატერიალური მოთხოვნილებების, პირუტყვული ინსტიქტების და ვნებების დაკმაყოფილება.
 
31 მარტის ისტორიული მნიშვნელობა
ზუსტად თექვსმეტი წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა და საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. მაშინ ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალები სულ რამდენიმე თვის მოსულები იყვნენ. და ამავე დღეს, ზუსტად 68 წლის წინ, 1939 წლის 31 მარტს, დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში ბიჭი დაიბადა. ამ დღეს ქვეყანას უფალმა მოუვლინა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია.
 
ზაალ ხუსკივაძის პოეზია

ზაალ ხუსკივაძის ლიტერატურული გვერდი.

ლექსები, ნოველები პოეზია

 
გაზეთ კომუნისტის სტატია „სარეველა„
სარეველა
 
მერაბ კიკნაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის

მე-20 საუკუნის ბოლოს, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში და მისი მოპოვების შემდეგ, საქართველო ურთულეს გამოწვევათა წინაშე აღმოჩნდა. მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა საყოველთაო აღიარებით უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია ამ პრობლემის მეტნაკლებად სერიოზული ანალიზის მცდელობა ან მისი მოგვარების ისეთი ხედვა, რომელიც პრინციპულად მისაღები იქნებოდა.