
ზუსტად თორმეტი წლის წინ, 2 თებერვალს, მოხდა ყოვლად შემზარავი ფაქტი, რომელიც ჩაიდინა სახელმწიფოს სათავეში მოსულმა სამხედრო ხუნტამ... ყველანაირად ცდილობდა იარაღის ძალით მოსული ბანდიტური ხელისუფლება, მიეჩქმალა და დაევიწყებინა ერისთვის ეს ბარბაროსული აქტი, მაგრამ, მიუხედავად მათი მცდელობისა, ეს მათ მაინც ვერ შეძლეს! თორმეტი წელი გავიდა, რაც ახლად მოვლენილმა ტერორისტებმა _ სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა _ მრავალათასიანი მიტინგი და მანიფესტაცია დახვრიტეს. თუმცა იმჟამად მთავარი ტერორისტი შევარდნაძე მოსკოვში ბრძანდებოდა, მაგრამ მისი ხელი გამუდმებით იგრძნობოდა მაშინდელ სისხლიან მოვლენებში. ხუნტის მიერ მრავალი მიტინგი დაიხვრიტა, მაგრამ 1992 წლის 2 თებერვლის ტრაგედიამ, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. სანამ უშუალოდ ამ ტრაგედიაზე ვისაუბრებთ, განსაკუთრებით უღრმესი მწუხარებით მინდა გავიხსენო 2 თებერვლის მრავალათასიან მანიფესტაციის დროს დახვრეტილი მედროშე მამუკა ტერაშვილი, რომელიც უშუალოდ გელა ლანჩავას მიერ არის მოკლული...
(იხილეთ 2 თებერვლის დახვრეტის ამსახველი ვიდეოკადრები სადაც ჩანს მედროშე მამუკა ტერაშვილი
http://homepage.mac.com/rsiradze/Evil_in_Georgia/iMovieTheater38.html
http://homepage.mac.com/rsiradze/Evil_in_Georgia/iMovieTheater39.html