სათვისტომოს ფორუმები
:: „
ქართული კარიბჭე
“
::
Georgian Font
„
ქართლოსი
“ - ქართული სათვისტომო პოლონეთში ::
"
QARTLOSI
" – diaspora gruzinska w Polsce :: "
QARTLOSI
" – The Georgian Community in Poland :: "
КАРТЛОСИ
" – грузинское землячество в Польше
იერსახე:
- შეარჩიეთ -
Smart Blue
::
პუბლიკაციების ენა:
::
საძიებელი
თავფურცელი
სათვისტომო
» სათვისტომო
ოფიციალური მასალა
სიახლეები
პრეს სამსახური
არქივი
მიმდინარე განცხადებები
ინსტრუქციები
თანამემამულე
» თანამემამულე
ქართული კვალი
ისტორია, კულტურა, ტრადიცია
საქართველო პოლონურ და მსოფლიო პრესაში
ქართული / პოლონური სამზარეულო
ვეფხისტყაოსანი
» ვეფხისტყაოსანი
პოემა
ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები
ლექსიკონი
ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება
საყმაწვილო
» საყმაწვილო
დედაენა
ქართული პროზა
ქართული ენის გრამატიკა: სინტაქსი
ქართული ენის გრამატიკა: მორფოლოგია
ქართული ხალხური ზღაპრები
საბავშვო სიმღერები
საბავშვო ლექსები
რელიგიური ლიტერატურა
გართობა - თამაშობანი
ქართული ეკლესია
» ქართული ეკლესია
ქადაგებანი :: დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
საპატრიარქო
ისტორია
IN VINO VERITAS ანუ ქართული ღვინო
» IN VINO VERITAS ანუ ქართული ღვინო
BADAGONI
"ღვინის კრიზისი"-ს ექო
ქართველები პოლონეთში
» ქართველები პოლონეთში
ქვეკატეგორია 1
ქვეკატეგორია 2
"POLONIA" საქართველოში
» "POLONIA" საქართველოში
პოლონელები საქართველოში
JAN PAWEŁ II , Ojciec Święty
» JAN PAWEŁ II , Ojciec Święty
Podróż apostolska Jana Pawła II do Gruzji
GRUZIŃSKA CERKIEW APOSTOLSKA
» GRUZIŃSKA CERKIEW APOSTOLSKA
Gruzinscy Swieci
POLSKA
» POLSKA
Wiadomości
Tradycje i obyczaje
კლასების საძიებელი
პოლონეთი
» პოლონეთი
სიახლეები
ქართული კულტურა
» ქართული კულტურა
მუსიკა
უცხოეთში
საიტის რესურსები
პოპულარული »
პოპულარული შეფასებით »
კომენტარები »
სურათების ალბომები »
ფაილების ფოლდერები »
სტატისტიკა »
ჩეთი »
ფორუმები »
პორტალი »
ჩანიშნული პუბლიკაციები »
Clean Cookies »
{ ადმინისტრირება } »
კალენდრის ადმინისტრირება »
კოდირების კონვერტორი »
Infinite Menus, Copyright 2005, OpenCube Inc. All Rights Reserved.
CSS based JavaScript menu / DHTML Drop Down Menu by OpenCube
გადასვლა
სათვისტომო [492]
• ოფიციალური მასალა [17]
• სიახლეები [21]
• პრეს სამსახური [14]
• არქივი [8]
• მიმდინარე განცხადებე [431]
• ინსტრუქციები [1]
თანამემამულე [76]
• ქართული კვალი [9]
• ისტორია, კულტურა, ტრ [14]
• საქართველო პოლონურ [6]
• ქართული / პოლონური ს [47]
ვეფხისტყაოსანი [55]
• პოემა [22]
• ვეფხისტყაოსნის ილუსტ [4]
• ლექსიკონი [6]
• ვეფხისტყაოსნის სახის [23]
საყმაწვილო [37]
• დედაენა [9]
• ქართული პროზა [1]
• ქართული ენის გრამატი [2]
• ქართული ენის გრამატი [8]
• ქართული ხალხური ზღაპ [6]
• საბავშვო სიმღერები [2]
• საბავშვო ლექსები [4]
• რელიგიური ლიტერატურა [4]
• გართობა - თამაშობანი [1]
ქართული ეკლესია [41]
• ქადაგებანი :: დეკანო [5]
• საპატრიარქო [21]
• ისტორია [15]
IN VINO VERITAS ანუ [18]
• BADAGONI [2]
• "ღვინის კრიზისი [16]
ქართველები პოლონეთში [7]
• ქვეკატეგორია 1 [4]
• ქვეკატეგორია 2 [3]
"POLONIA" [5]
• პოლონელები საქართველ [5]
JAN PAWEŁ II , Ojcie [5]
• Podróż apostolska Ja [5]
GRUZIŃSKA CERKIEW AP [1]
• Gruzinscy Swieci [1]
POLSKA [36]
• Wiadomości [34]
• Tradycje i obyczaje [2]
კლასების საძიებელი
პოლონეთი
სიახლეები
ქართული კულტურა
მუსიკა
უცხოეთში
» კომენტარები
136 ჩანაწერი აღმოჩნდა. გვერდი 1 / სულ 6
1-25 |
26-50
|
51-75
|
76-100
|
101-125
|
126-136
სახელი
: იოსებ ::
ელფოსტა
:
ioseb08@hotmail.com
:: 11/14/2008 06:18:35
სათაური
: ცრუ პატრირქის მხილება ყველა ქართველის ვალია!!
კომენტარი
: სამწუხაროა, რომ საიტი "ქართლოსი" კვლავ აგრძელებს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის, ქართველი ერისა და ზვიად გამსახურდიას მტრების განდიდებას. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ზვიად გამსახურდიას ეს შეგონებანი:
- ბატონო პრეზიდენტო! თავისთავად გასაგებია ქართველი მორწმუნე საზოგადოების სურვილი (მით უმეტეს, ყოველივე მომხდარის შემდგომ), გაიგოს თავისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცისა და პრეზიდენტის კომპეტენტური აზრი იმის თაობაზე, თუ ამჟამად მართლმორწმუნე მამულიშვილმა ღვთისა და ერისადმი სრულყოფილი მსახურებისთვის რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს.
- ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველ ქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა? ქრისტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამეთუ საღვთო წერილი გვასწავლის: „საჭურველად გარე მოგადგეს ჭეშმარიტებაი მისი“, ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან, ყოველი დროის ტირანები ცდილობდნენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებდნენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა "ხელისუფლება" ნიშნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაღურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისაგან არის და არა ღვთისაგან.
რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია, ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის, რასაც მრავალ დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული ანტი-ქრისტე. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან, როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ პლანში. უაღრესად საჭიროა ნამდვილი მოძღვარნი, რომელთაც ძალუძთ არა მხოლოდ ლოცვა და ქადაგება, არამედ ეშმაკეულ ადამიანთა განკურნება, მათი სულიერად განწმენდა და გადარჩენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეგზორციზმი ახასიათებდა არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას, არამედ მართლმადიდებლურსაც. ამ თვალსაზრისით უნდა ამოქმედდეს ბასილი დიდის კურთხევანი, თუ, რასაკვირველია, ეკლესიაში შეხიზნულმა ანტი-ქრისტეს მსახურებმა ეს ტექსტები არ გაანადგურეს. გვახსოვდეს, რომ ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი, ექვთიმე და იოანე მთაწმინდელები უდიდესი ეგზორცისტები იყვნენ, რაც ჩანს მათი ცხოვრებიდან; ასეთები იყვნენ, აგრეთვე, ჩვენს დიდ მღვდელმთავართა შორის უმეტესნი. მღვდელმთავრის ჩაცმულობაში ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია „ენქერი“, რომლის დანიშნულება დღეს მრავალმა სამღვდელო პირმაც აღარ იცის. ენქერი არის სულიერი მახვილი, რომლითაც მღვდელმთავარმა სულიერ პლანში უნდა განგმიროს ბოროტი არსებანი და დათრგუნოს ისინი ამ დედამიწაზე, დღეს კი, სამწუხაროდ, ჩვენ მღვდელმთავართა უმრავლესობა ამ ბოროტ არსებათა მონებად ქცეულან თავად! აი, რაზე უნდა დავცეთ განგაში უწინარეს ყოვლისა, აი, რას უნდა ვუშველოთ! სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღსდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია.
- ისტორიულად მრავალგზის დადასტურებული ჭეშმარიტებაა, რომ ერის გადარჩენისა და აღორძინებისათვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ეკლესიის განწმენდაა საჭირო. მაგრამ, როგორც გვეჩვენება, ჯანსაღი რელიგიური წრეების მხრიდან ჯერჯერობით შედარებითი სიფრთხილე იგრძნობა რჯულის მოღალატე იერარქთა მხილების საქმეში, რაც გამოწვეულია სავსებით გასაგები და გასათვალისწინებელი მიზეზებით. საქმე ის გახლავთ, რომ ფარისევლობაში დაბრძენებული მოწინააღმდეგე (თვით საპატრიარქოს მესვეურთა ხელშეწყობით) ცდილობს ცალკეული უჯერო სასულიერო პირისა და ეკლესიის გაიგივებას რელიგიაში გაუთვითცნობიერებელი საზოგადოების თვალში, რათა მათ ამით ერთის სიძულვილით მეორეც შეაჯავრონ, კაცობრივი ცოდვა ღვთაებრივ სიწმინდეს გადააბრალონ... როგორ უნდა მოხერხდეს, რომ მართლმადიდებლური მოძღვრების საფუძველზე უკეთურნი ბოლომდე ვამხილოთ და ამავე დროს საზოგადოება ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არ დავაბრკოლოთ? ამისთვის მთელმა ეროვნულმა მოძრაობამ რა უნდა მოიმოქმედოს?
-მინდა შეგახსენოთ ქრისტიანული ღმრთისმეტყველებისა და ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ტერმინი "მართლმხილება", რაც აგრეთვე, ქრისტიანული პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი, მართლმხილების გამო აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად აღამაღლა. მწიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგებების ძირითადი მიზანი. ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავის გადაცმული მსტოვრები შეაგზავნოს ტაძარში, ეკლესიაში კი ვერ შეაგზავნის. "ეკლესიის ისტორიას შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტების ისტორია", ამბობდა პასკალი. "ის დევნულებანი, რომელნიც დაატყდნენ თავს ეკლესიას, გვანან იმ ქარიშხლის მოქმედებას, რომელიც ებრძვის ჩაუძირავ გემს". აი, ეს ეკლესიაა დაფუძნებული "კლდესა ზედა", ხოლო კლდე - საღვთო ჭეშმარიტებაა, რაც უფრო მიემსგავსება ფიზიკური ტაძარი ეკლესიას, რაც უფრო მიუახლოვდება ამ იდეას, მით უფრო სრულყოფილია იგი". ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტი-ქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე (Templum). ეკლესიაზე კი არას ამბობენ, რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. სულიერ ეკლესიას კი ებრძვიან აშკარად თუ ფარულად. ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი, ანდროგენული ურჩხული, რომელსაც თავზე ჩირაღდანი ადგას და რომელსაც ისინი უწოდებენ "Templum omnium hominum pacis abbat" ("ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის მამა"). "თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ" - ეუბნებოდა იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს. ჩვენთვის კი მამაა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. ამისთვისაა საჭირო ქრისტიანული განმანათლებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვითცნობიერებელ ხალხს. მიწიერი ეკლესია, ამქვეყნიური ადამიანებისაგან შემდგარი, უნდა ბაძავდეს ზეციურ ეკლესიას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ასეთი რამ თითქმის აღარ არსებობს. მიწიერი ეკლესია დაპყრობილია უღმერთოთა ძალების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საქართველოში აღდგეს მთავარი ეკლესია.
„ცრუ მოციქულნი, მზაკვარნი ღებულობდნენ სახეს ქრისტეს მოციქულისას. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ სატანაც ღებულობს ნათლის ანგელოსის სახეს... მაგრამ მათი აღსასრული საქმეთა მათთაებრ იქნება“ - გვასწავლის პავლე მოციქული. მაცხოვარიც ტაძარში ამხელდა ქვაბავაზაკებს. ალბათ, გახსოვთ, თუ ვით აღლესა გრიგოლ ხანძთელმა "მახვილი მხილებისა", ხოლო, უფრო მოგვიანებით, დავით აღმაშენებელმა მთელი საეკლესიო კრება მიუძღვნა ასეთ მართლმხილებას. ამის გარეშე დღეს წარმოუდგენელია ჩვენი ერის განწმენდა და აღორძინება.
- რაც შეეხება საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას, როგორც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ნაწილი, იგი კვლავ ღვთის მადლის მატარებლად რომ დარჩეს, ამისათვის საჭიროა „ტაძრის მსახურთა“ კეთილმსახურება, ე.ი. ჩვენ შემთხვევაში - ბოროტმსახურთაგან ტაძრის განწმენდა, რასაც მხოლოდ სრული საეკლესიო კრება ახორციელებს, მთელი მართლმადიდებელი ერის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით.
-მართლმადიდებლობას მუდამ ახასიათებდა შემწყნარებლობა სხვა რწმენათა მიმართ. მართლმადიდებლობამ არ იცოდა ინკვიზიციის კოცონები, მართლმადიდებელი მღვდელმთავრები, იმპერატორები და მეფეები უფრო დარწმუნების გზას მიმართავდნენ. ანტიქრისტეს დღევანდელმა მძლავრობამ და საყოველთაო აპოსტასიამ (რაც ნაწინასწარმეტყვლებია საღვთო წერილში) მრავალი დააბნია და მოსწყვიტა ჭეშმარიტ რწმენას. სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა, ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით უნდა ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის. გვახსოვდეს, რომ მაცხოვარიც და მოციქულებიც დიდი ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ. ისინი საბოლოოდ არ წირავდნენ არავის ღვთისა და სიკეთის აქტიური მტრების გარდა.
- დღევანდელი სულიერი სიდუხჭირის ჟამს შეძლებს თუ არა ერი, რომ მისმა ძირითადმა ბირთვმა ეკლესიური და ტრადიციული მართლმადიდებლური ცხოვრებით იცხოვროს, სახელმწიფო კი ამგვარი საზოგადოებრივი ყოფის დამცველი გახდეს, თან ისე, რომ არ შეიზღუდოს არამართლმორწმუნეთა ადამიანური უფლებები?
- გავიხსენოთ ქართველი ერის სიბრძნე: „სიბრძნე ებრძვის სიბრიყვეს უთოფოდ და უზარბაზნოდ“. ეს უაღრესად ქრისტიანული მიდგომაა. არამართლმორწმუნეებს იდეურად უნდა ვეკამათოთ, მათი ადამიანური უფლებების პატივისცემა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაჟდენ მოწამეს, ევსტათე მცხეთელსა და აბო თბილელს არავინ ახვევდა თავს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მაგრამ ისინი ქრისტეს მოწამეები გახდნენ. ამაში იყო ძალა ჩვენი სარწმუნოებისა. სხვანი კი ცეცხლით და მახვილით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას. თორმეტმა ჭეშმარიტმა მორწმუნემ თითქმის მთელი მსოფლიო მოაქცია თავის რწმენაზე. მაცხოვრის სიტყვებით რომ ვთქვათ, „უკეთუ გვექნება სარწმუნოება თუნდაც ქრთილის ოდენი, მთას რომ ვუბრძანოთ, აღიძრება და ზღვად შთაიფხვრება“. რწმენას სასწაულები ძალუძს.
ზვიად გამსახურდია
წყარო
:
ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან :: Wywiad z patriarchą Gruzji Eliaszem II
სახელი
: გარი ::
ელფოსტა
:
de_garys@wp.pl
:: 11/12/2008 12:44:39
სათაური
: ბრმები წყვეტენ მის საქარტველოს ბედს
კომენტარი
: ვერ გამიგია როგორ უნდა გაიმარჯვოს ნომინაციაში "მის ინტერნეტ სიმპატია" ადამიანმა რომელსაც გაცილებით ნაკლები ხმა აქვს ვიდრე მარიამ ქაშიაშვილს ან თუნდაც ნინო ჯანიძეს და აშ. თქვენ ბრმები ხართ და ხალხის დაბრმავებაც გინდათ?! ფულით თუ სილამაზის ყიდვა შეიძლებოდა ნამდვილად არ ვიცოდი. მაგრამ რას იზამ ეს ხომ საქართველოა... ჩვენთან შეუძლებელიც კი შესაძლებელია.
წყარო
:
დღეს დასახელდება "მის საქართველო 2007"
სახელი
: ლასჰარე ::
ელფოსტა
:
ლასჰარე@ბკ.რუ
:: 11/10/2008 03:33:15
სათაური
:
კომენტარი
: ლასჰარე ლასგარე
წყარო
:
თუ თუ თუ (მუსიკა - მაკა აროშიძისა)
სახელი
: ჰაია ::
ელფოსტა
:
haya23@wp.pl
:: 9/22/2008 08:43:04
სათაური
: აი კარგად დაწერილი!!
კომენტარი
: "სისხლი"
ანზორ გვარამია, ივლისი, 2008 წელი
ჩეჩნები, ინგუშები, ადეღეელები და სხვებიც ქართველთა სისხლით ნათესავები არიან, როგორც იბერიულ-კავკასიური ოჯახის წევრები. თუ ვინ ჩაახშო ეგ ცნობიერება, ძნელი მისახვედრი არ გახლავთ. ავტორი ენგურის ხიდთან: სათვალთვალო ჯიხურში ჩეჩენი იჯდა. შორეულ მთებს გასცქეროდა ერთობ მოწყენილი. სარკმელზე რომ დაუკაკუნეს, ფეთიანივით წამოხტა და ავტომატი მოიმარჯვა. ჯიხურთან წაბლისფერთმიანი, ცისფერთვალება ახალგაზრდა იდგა. "ზემლიაკ, - შეეხვეწა იგი ჩეჩენს, - დამეხმარე ძმურად!" - "ვინა ხარ?" -"აფხაზი, ასტიკო ესართია!" "ქართველი?" "არა. ხომ გითხარი, აფხაზი-მეთქი!" "რა გინდა?" " ხიდზე ბიძაშვილი მელოდება, გთხოვ შემახვედრო, აჰა, აჯიკა და არაყი მოგიტანე!" "კი მაგრამ შენი ბიძაშვილი ხომ აფხაზია, და ზუგდიდში რა უნდა?" "არა ის ქართველია. მე რუსეთის მოქალაქე ვარ შენსავით, ის კი საქართველოს მოქალაქეა!" ხიდის მეორე მხარეს ისეთივე წაბლისფერთმიანი, ცისფერთვალება ახალგაზრდა იდგა. "შენ ხარ ესართია?"- ჰკითხა მას ჩეჩენმა. "ჰო, მე ვარ. ქართულად ჩემი გვარი ნიშნავს :ეს ერთიაო". "რა გქვია?" -"ძუკუ". " რაღა ორშაბათი აირჩიეთ შესახვედრად. მძიმე დღეა პონედელნიკ. თქვენებურად რა ჰქვია?" "ორშაბათი, ანუ თუთაშხა.- უპასუხა ძუკუმ. "აა- გაოცდა ჩეჩენი. პონაშემუ "ორმ". ვტორნიკ კაკ პოვაშემუ?" "სამშაბათი." ვაა. პონაშემუ "სამშ". შენი ის მითხარი კაკ ვოსკრესენიე პოვაშემუ?" "კვირა." აი საოცრება, - ამოიყვირა ჩეჩენმა,- პონაშემუ "კირა"! ძუკუ ხუმრობის ხასიათზე დადგა, რაღაცას უამბობდა. ჩეჩენი აღარ უსმენდა, მოწყენილი ჩანდა, ფიქრებს მისცემოდა. სათვალთვალო პუნქტთან გააჩერა ჩეჩენმა მანქანა. ძუკუ და ასტიკო ერთმანეთს გადაეხვივნენ. კარგა ხანს იყვნენ გადაჭდობილი, რომ გამოერკვნენ, ჩეჩენი უკვე იქ აღარ იდგა. მთელი კვირა ეძება რუსის ოფიცრობამ ჩეჩენი. მაგრამ ვერსად ვერ ნახა. თავის მთებში გაქცეულიყო ჩეჩენი!
წყარო
:
რაისი: რუსეთი პარანოიდული, აგრესიული იმპულსებით მოქმედებს :: Rosja kieruje się paranoicznymi, agresywnymi odruchami - Condoleezza Rice
სახელი
: manana ::
ელფოსტა
:
manchuka19@mail.ru
:: 9/16/2008 06:08:25
სათაური
: tsotne gamsakhurdia
კომენტარი
: საქართველოში გამეფებულმა არადემოკრატიულმა და არაეროვნულმა ხელისუფლებამ 3 სექტემბერს თბილისის აეროპორტში დააკავა საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ჩვენი დამოუკიდებლობის მესაძირკვლის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე, რამდენად ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს მას სამშობლოს ღალატსა და ჯაშუშობაში ბრალს დებს ის ხელისუფლება რომელიც პირდაპირი მემკვიდრეა შევარდნაძის სისხლიანი რეჟიმისა, ძალიან გთხოვთ თქვენმა სათვისტომომ გამოხატოს აქტიური პროტესტი ამ ფაქტთან დაკავშირებით და განცხადება მოგვაწოდოთ ელ ფოსტის საშუალებით რათა ეს განცხადება ცნობილი გახდეს თქვენი თანამემამულეებისთვის,წინასწარ გიხდით მადლობას
წყარო
:
Moskwa kłamała – Rosjanie weszli wcześniej do Gruzji
სახელი
: რუსუდანი ::
ელფოსტა
:
rk_d52@wp.pl
:: 9/12/2008 12:30:16
სათაური
: ხალათში დამალული შუბი
კომენტარი
: "კრასნაია ზვეზდა"-ს რედაქციამ სცადა კვალის დაფარვა და ინტერვიუს ჩასწორება. ზემოთ მოყვანილ ბმულზე უკვე ჩასწორებული ვერსია დევს, მაგრამ ... ინტერვიუს ორიგინალური ვერსია google-შია ქეშირებული და აქ შეგიძლიათ ნახოთ:
http://209.85.135.104/search?q=cache:b4aQl4aVFbkJ:www.redstar.ru/2008/09/03_09/2_03.html
წყარო
:
Moskwa kłamała – Rosjanie weszli wcześniej do Gruzji
სახელი
: რიონი ::
ელფოსტა
:
rioni@hotmail.com
:: 9/3/2008 17:07:25
სათაური
: ქართული არმია გაიქცა რუსის არმიი შეტევისას
კომენტარი
: September 3, 2008
http://www.nytimes.com/2008/09/03/world ... =permalink
Georgia Eager to Rebuild Its Defeated Armed Forces
By C. J. CHIVERS and THOM SHANKER
Georgia’s decision to attack Russian and South Ossetian forces raises questions about the wisdom of further United States investment in the Georgian military, which in any case would further alienate Russia. Not doing so could lead to charges of abandoning Georgia in the face of Russian threats.
საქართველოს გადაწყვეტილება თავს დასხმოდა სამხრეთ ოსეთს აყენებს კითხვას, - თუ რამდენად ბრძნული იყო ამერიკის ინვესტიციები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში...
In the recent war, which was over in days, Georgia’s Army fled ahead of the Russian Army’s advance, turning its back and leaving Georgian civilians in an enemy’s path. Its planes did not fly after the first few hours of contact. Its navy was sunk in the harbor, and its patrol boats were hauled away by Russian trucks on trailers.
ახლახანს მომხდარ ომში, რომელიც რამდენიმე დღეში დამთავრდა, ქართული არმია გაიქცა რუსის არმიი შეტევისას -- ზურგი შეაქცია რა მტერს და ქართულ მოსახლეობა მიუგდო მტერს დაცვის გარეშე. საქართველოს ფლოტი მისსავე ბაზაში დაძირეს...
The information to date suggests that from the beginning of the war to its end, Georgia, which wants to join NATO, fought the war in a manner that undermined its efforts at presenting itself as a potentially serious military partner or power.
ომის დასწყისიდან მის დარულებამდე საქართველომ (რომელსაც ნატო-ში შესვლა უნდა) -- ომი იმგვარად წარმართა, რომ თავი ვერ გამოიჩინა როგორც სერიოზულმა საბრძოლო პარტნიორმა და მოკავშირემ.
Mr. Saakashvili and his advisers also say that even though he has no tactical military experience, he was at one time personally directing important elements of the battle — giving orders over a cellphone and deciding when to move a brigade from western to central Georgia to face the advancing Russian columns.
თვით სააკაშვილი და მისი მრჩევლები აღნიშნავენ, რომ იგი -- იმის და მიუხედავად, რომ არ გააჩნია არავითარი ტაქტიკური საბრძოლო გამოცდილება -- პერსონალურად წარმართავდა ბროძოლის დროს მნიშვნელოვან ელემენტებს -- იძლეოდა რა მობილური ტელეფონით ბრძანებებს, როდის დაძრულიყვნენ დასავლეთ საქართველოში გაადგილებული ბრიგადა ცენტრალური საქართველოსაკენ რუსეთის ჯარების დასახვედრად.
In the field, there is evidence from an extensive set of witnesses that within 30 minutes of Mr. Saakashvili’s order, Georgia’s military began pounding civilian sections of the city of Tskhinvali, as well as a Russian peacekeeping base there, with heavy barrages of rocket and artillery fire.
ბრძოლის ველზე -- არსებობს ცნობები მრავალი მოწმისაგან -- რომ, სააკაშვილის ბრძანებიდან 30 წუთში ქართულმა ძალებმა დაიწყეს ცხინვალისა და აქ განლაგებული რუსი სამშვიდობოების ბაზის მძიმე დაბომბვა რაკეტებითა და არტილერიით.
The barrages all but ensured a Russian military response, several diplomats, military officers and witnesses said.
დაბეჯითებით ამ დაბომბვებმა გამოიწვიეს რუსების საპასუხო აქციები -- როგორც ამას რამდენიმე სამხედრო და დიპლომატიური წარმომადგენელი ადასტურებს.
During the battle, one Western military officer said, it had been obvious that Georgia’s logistical preparations were poor and that its units interfered with each other in the field.
ბრძოლების დროს, როგორც ერთმა დასავლელმა ოფიცერმა აღნიშნა -- ქართული სატრანსპორტო სისტემა მომზადება უკიდურესად სუსტი აღმოჩნდა და სამხედრო ნაწილები ერთმანეთს ხელს უშლიდნენ.
This was in part because there was limited communication between ground forces and commanders, but also because there was almost no coordination between police units and military units, which often had overlapping tasks and crowded one another on the roads.
ეს ნაწილობრივ იმისი ბრალი იყო, რომ ძალზე მცირე იყო კომუნიკაციები მებრძოლ ნაწილებსა და მეთაურებს შორის, და აგრეთვე არ არსებობდა კოორდინაცია არმიასა და სამხედროებს შორის - რამაც გამოიწვია „საცობები“ გზებზე.
One senior Western military official said that one of the country’s senior generals had fled the battle in an ambulance, leaving soldiers and his duties behind. Georgia’s Defense Ministry strongly denies this.
ერთი-ერთი ოფიციალური მაღალჩინოსანი დასავლელი სამხედრო ოფიცერი ამბობს, რომ ქართველი გენერლები გაიქცნენ ბრძოლის ველიდან სასწრაფო დახმარების მანქანით...
No one disputes that the army succumbed to chaos and fear, which reached such proportions that the army fled all the way to the capital, abandoning the city of Gori without preparing a serious defense, and before the Russians had reached it in strength. It littered its retreat with discarded ammunition.
არაა საკამათო, რომ რომ ქართული არმია ჩავარდა ქაოსსა და პანიკაში, რამაც ისეთ მასშტაბებს მიაღწია რომ არმია გაიქცა დედაქალაქისაკენ, მიატოვა რა ქალაქი გორი სერიოზული დაცვის შემზადების გარეშე და ეს მანამდე მოხდა, - სანამ რუსის ძალა არსებითი გახდებოდა. ქართული არმია უკანდახევისას ადგილზე ტოვებდა შეიარაღებებს.
წყარო
:
Ponad milion ludzi protestuje przeciwko rosyjskiej agresji
სახელი
: რიონი ::
ელფოსტა
:
rioni@hotmail.com
:: 9/2/2008 07:58:19
სათაური
: მძლეთა-მძლე ქართული არმია -- დეზერტირების ხროვა?
კომენტარი
: დეზერტირობის ბრალდებით 5 ათასამდე ჯარისკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამ ინფორმაციას სამხედრო ექსპერტები ავრცელებენ.
[თამთა ქარჩავა. გაზეთი ”რეზონანსი”]
http://presa.ge/index.php?text=news&i=3785
წყარო
:
Ponad milion ludzi protestuje przeciwko rosyjskiej agresji
სახელი
: რიონი ::
ელფოსტა
:
rioni@hotmail.com
:: 9/1/2008 06:32:10
სათაური
: ახალი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი სახეზეა
კომენტარი
: სააკაშვილის რეჟიმმა გლობალიზმის დავალება ხუთიანზე შეასრულა -- პროვოცირება გაუკეთა საქართველოს გაყოფას რუსეთსა და დასავლეთს შორის (ისევე -- როგორც 1920 წლებში საქართველოს გაიყეს საბჭოთა რუსეთმა და თურქეთმა)...
ამასთანავე -- სააკაშვილმა უზრუნველყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეთნიკური წმენდაც -- რათა მომავალში აქ რაიმე გაუგებრობები და პრობლემები არ გაჩნდეს...
მალე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდბლობასა სააკაშვილის რეჟიმიც ცნობს და ამითი ნაცმოძრაობისტულ საქართველოს ნატო-ში გზა ხსნილი ექნება...
არმია კი -- შესანიშნავადაა შენარჩუნებული და ისევ ეფექტურად იქნება გამოყენებული დარბევებისათვის -- თუ ქართველი ხალხი სააკაშვილის რეჟიმს აუჯანყდება...
ურემი გადაბრუნდა -- გზა გამოჩნდა?..
წყარო
:
რას მოიტანს დღევანდელი დღე
სახელი
: რუსუდანი ::
ელფოსტა
:
RK_D52@wp.pl
:: 8/29/2008 04:54:42
სათაური
: nie ma już czego bronić
კომენტარი
: სამწუხაროდ, ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაიცავთ იმას, რაც არ არსებობს ... საქართველო აღარ არსებობს ... არის მხოლოდ მილის დიამეტრის სიგანის ზოლი და ხუთმეტრიანი უსაფრთხოების სფერო ამ მილსადენის ორივე მხარეს ... ამის მეტი არავის არაფერი აღელვებს და ამას კი თქვენს გარეშეც დაიცავენ.
Niestety nie obroni Pan, Panie Prezydencie, tego co już nie istnieje... nie ma już Gruzji ... nie istnieje... jest tylko pas szerokości średnicy rury no i pięciometrowa strefa bezpieczeństwa z obu stron tego rurociągu ... Nic po za tym nikogo nie obchodzi. Tego to napewno i bez Pana obronią
წყარო
:
Prezydent: Będziemy bronić Gruzji do upadłego
სახელი
: ბპგ ::
ელფოსტა
:
rioni@hotmail.com
:: 8/27/2008 01:37:12
სათაური
: მიმდინარე ნაციონალისტური ისტერია და მისი შესაძლო შედეგები
კომენტარი
: ორი წლის წინანდელი მიმართვა ქართულ საზოგადოებრიობას
2006 წლის 02 12
--------------------------
ეროვნულად განწყობილ ქართველობას კარგად ახსოვს, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პუტჩის შემდგომ შევარდნაძის მიღალატე ხელისუფლების მიერ ხელოვნურად გაღვივებული ნაციონალისტური ისტერიის ფონზე საქართველო ჩათრეული იქნა დამარცხებისათვის განწირულ, „გაყიდულ“ სამხედრო კონფლიქტებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში - „აფხაზეთის ხაფანგში“.
გარკვეული თვალსაზრისით მსგავსი მოვლენები ვითარდება ახლაც...
ნაციონალების ანტიეროვნულმა მმართველმა კასტამ დასავლეთის წაქეზებით ახლა უკიდურესობამდე გააძლიერა ნაციონალისტური ისტერია საქართველოსა და უცხოეთში.
დასავლეთი, რომელსაც საკუთარი - ანგარებითი ინტერესები გააჩნია რუსეთის მიმართ - ბოროტად იყენებს რა ქართველობის ბუნებრივ მისწრაფებას დაიბრუნოს შევერდნაძის ხუნტის მიერ გაყიდული აფხაზეთი და სამაჩაბლო - აიძულებს საქართველოს უკიდურესობამდე და სერიოზული დადებითი პერსპექტივის გარეშე გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან.
საქართველოს ხელისუფლებაში ხელახლა მოსული გველივით პერანგშეცვლილი ნომენკლატურული ხუნვეიბინების კასტა პირადი ანგარების მიზნით ნერგავს ქართველობის შორის ცრუ იმედებს, დეზინფორმაციას და ამით უსინდისოდ მანიპულირებს ხალხის აზრით. პარალელურად მიმდინარეობს ყველაფერ ეროვნულზე სასტიკი შეტევა და ყოველგვარი ეროვნული ფასეულობის განადგურება - „ხუნვეიბინური ანტიეროვნული კულტურული რევოლუცია“.
ნაციონალისტური ისტერიის ფონზე - როდესაც საზოგადოების ყურადღება გარეპოლიტიკურ ფაქტორებზეა მიპყრობილი - ხდება ეროვნული დოვლათისა და სიმდიდრის არნახული დატაცება-პრივატიზება მმართველი კასტის მიერ. ქართველიობა „ერი-პროლეტარი“ გახდა - ხოლო მთელს მწარმოებლურ კაპიტალს უცხოელი დააპატრონეს. ეროვნული ბურჟუაზია-ბიზნესი, საშუალო ფენა პრაქტიკულად აკვანშივე ჩაკლეს. ეს ნაციონალისტური ისტერიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
საქართველოში მოშლილია პოლიტიკური პერსპექტივებისა და პროცესების დემოკრატიული, საზოგადოებრივი ანალიზისა და თავისუფალ პაექრობაში საუკეთესო გზების ძებნის მექანიზმი იმ პირობებში როდესაც მას-მედიის მთელი სიმძლავრეები მმართველი კასტის პროპაგანდისტული მანქანის როლს არსულებს - პრაქტიკულად დამყარებულია ტიტალიტარული ერთპარტიული დიქტატურის სისტემა.
ნაციონალების პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ვითარებაში - არ არის გამორიცხული საქართ