Caucasian Ovcharka-Nagazi ნაგაზი
Register || Login
 Search
დაუწკაპუნეთ ვირტუალური კლავიატურისათვის

კლავიატურა:აგრეთვე: "#"

 English (United States)  ქართული (საქართველო)
 სკაიპი Minimize


  
 შემოსვლა Minimize


Register
Forgot Password ?


  
 მნახველები Minimize

  
 საითზე Minimize
MembershipMembership:
Latest New UserLatest:შაქრო
New TodayNew Today:0
New YesterdayNew Yesterday:0
User CountOverall:962

People OnlinePeople Online:
VisitorsVisitors:5
MembersMembers:0
TotalTotal:5

Online NowOnline Now:

  
 ჩვენი საითები Minimize

  
 ფორუმები Minimize
 
  კარიბჭის ფორუმები  პორტალი, ფორუმე...  „ქართული კარიბჭ...  საითი „სიმართლე“
Previous Previous
 
Next Next
New Post 2/18/2008 2:26 AM
User is offline მოურავი
415 posts
5th Level Poster




საითი „სიმართლე“ 
Modified By მოურავი  on 2/17/2008 6:03:47 PM)

საით „სიმართლის“ წინასიტყვაობა.

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს კანონიერი ხელისუფლების, მისი კრიმინალური ძალების მიერ დამხობისა და ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია ვიდეოსიმართლე და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.

თქვენ თვალნათლივ დარწმუნდებით, რომ ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას თბილისში, ისევე როგორც მთელს საქართველოში ჰქონდა მასობრივი მხარდაჭერა - ათასობით, ათეული ათასობით და ზოგჯერ ასობით ათასი ქართველი კაცური კაცი (მამა-კაციც და დედა-კაციც) დღიდან დღემდე დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად მამაცად გამოდიოდა ქუჩებში პროტესტის გამოსახატავად - გამოდიოდა იმის მიუხედავად, რომ მთელი მსოფლიო დაბრმავდა და დაყრუვდა სიმართლის მიმართ...

თქვენ თვალნათლივ დარწმუნდებით, რომ კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის დიდ და ყველაზე აქტიურ ნაწილს ახალგაზრდობა და კერძოდ სტუდენტობა შეადგენდა - მიაქციეთ ყურადღება, რომ მოკლულთა უმეტესობაც სწორედ ახალგაზრდობა იყო.

თქვენ თვალნათლივ დარწმუნდებით, რომ თბილისში კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერთა უდიდესი უმეტესობა თბილისის მკვიდრი მოსახლეობა იყო.

ვიდეოკლიპების ნახვისას თითქმის ყოველ მათგანში თქვენ მოისმენთ თავდადებული ადამიანების მოწოდებას ვიდეო ოპერატორისადმი: „გადაიღე! გადაიღე!“ - ამ ხალხს, რომელიც მაშინ საქართველოსათვის, სიმართლისათვის ტყვიას უშვერდა მკერდს უნდოდათ, რომ თქვენ - მომავალ თაობებს ეს მათი თავდადება გენახათ... ეს საიტიც სწორედ მათს უბრალოებაში დიდებულ თავგაწირვასა და გულადობას ეძღვნება (მათ შორის კი იმ თავდადებულ ვიდეოოპერატორებს ვინც ისტორია შეგვინარჩუნა).

ამასთან ერთად უდანაშაულო, მართალი ადამიანების სისხლი მოითხოვს საქართველოს ახლანდელი ფაქტობრივი ხელისუფლებისაგან - წამოიწყოს ამ საითში თვალნათლივ წარმოდგენილი კრიმინალის წინააღმდეგ სასამართლო დევნა - მხოლოდ ეს შეიძლება გახდეს იმის დადასტურება, რომ იგი ემიჯნება ამ დანაშაულს.

ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ 1998 წლის 9 აპროლს რუსის ჯარის მიერ მშვიდობიანი მიტინგის დარბევაზე - რუსის ჯარს არაფერი მისდაგვარი არ გაუკეთებია - რასაც ამ კადრებში ნახავთ...

დაუწკაპუნეთ საით „სიმართლის“ სანახავად >>>

 
Previous Previous
 
Next Next
  კარიბჭის ფორუმები  პორტალი, ფორუმე...  „ქართული კარიბჭ...  საითი „სიმართლე“

  
 „ქართული კარიბჭე“ Minimize

 


  
Copyright 2007 by „ქართული კარიბჭე“   Terms Of Use  Privacy Statement
DotNetNuke® is copyright 2002-2010 by DotNetNuke Corporation