დიდგორი ძველი „დიდგორი :: ფორუმზე განხილვა :: ქართული კარიბჭე
Russian
 თავფურცელი »  
  
The application

Russia barbarous broke to the territory of sovereign Georgia and severely it is straightened with the Georgian people!

didgori.presscenter@gmail.com

 

 

 

 


სიახლეები: ცოტნე, მეც წავიკითხე შენი ინტერვიუ :: სიტყვისგება ცოტნე გამსახურდიას ბოროტსიტყვაობას :: ოქტომბრის კალენდარი :: არის ეს არსება ქართვეელი? :: ბერი მერკვილი ამხელს :: ე. შევარდნაძე - „ასავალ-დასავალის“ კერპი :: წერილი ოს ეპისკოპოსს :: მღვდ. გ. სხილაძე - „დიდგორის“ მოთხოვნა სამართლიანია :: ჩემებრ ობოლო ქართველებო... :: საგანგებო განცხადება :: ნ. ლომოურსა და მისთანა ყალბის მთქმელებს :: „ფსევდომართლმადიდებლურ შიშები“ - დამატებითი განმარტებანი :: ინტერვიუ ანტიეკუმენისტური სინოდის ეპისკოპოსთან (ბაიარდი) :: ევქარისტიის კანონის სასწაული :: "თბილისის ფორუმისადმი" გაკეთებული საგანგებო განცხადება :: თბილისის ფორუმელთა „ფსევდომართლმადიდებლური შიშები“
რედაქციისაგან
„სულიწმიდა ქართველი ერის მეშვეობით განახორციელებს თავის მისიას, როდესაც ამხელს კაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს“ (ზვიად გამსახურდია)

 

ტროპარი ჯვრისა და ლოცვა ერისა და მამულისათვის

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაი შენდა.

 

ყოვლისმპყრობელი

 ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.


 მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.
დიდი სჯულისკანონი ამხელს!¨
../bpg/publication_view.asp?InfoID=11540&iabspos=31&vjob=vcat,17&vtkid

 


ფილმი I


თუ ფილმის ჩვენებისას კვლავ ისმის საგალობელი, თქვენს ბრაუზერში დაუწკაპუნეთ მაუსით წითელი ფერის წრეში შემოხაზულ ღილაკს, ან იხილეთ ფილმი სრულად შემდეგ ბმულზე: http://www.synodinresistance.org/Publications_en/Video/Videos%20On%20Ecumenism/R4d1008Ortho1998VideoPart3Tainia-1Mbs.wmv


 


ფილმი II

 


ჩამოიტვირთეთ ყველა ვიდეო

ფილმებში იხილავთ:

  • მოსკოვის საერთაშორისო რელიგიური შეხვედრა (მოსკოვის სამიტი, 2006 წ. ივლისი)
  • მართლმადიდებელი იერარქები რომის პაპის დაკრძალვაზე
  • კათოლიკეების და მართლმადიდებლების ერთობლივი ლოცვა
  1. სარწმუნოებრივი წარწყმედა-ვიდეო

 
საქართველოს ეკუმენისტი პატრიარქი ილია II იუდეველ რაბინ მიხელაშვილთან ხანუკას დღესასწაულზე და რომის პაპ იოანე -პავლე II _სთან
 
მენორას სანთლები ანუ "ხოხმა"
 
იუდეველები ხანუკას დღესასწაულზე საზეიმოდ ანთებენ მენორას (რვატოტა შანდალს), რითიც გამოხატავენ სურვილს ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან, თორასთან (მოსეს ხუთწიგნეული) დაბრუნებისა. იუდაიზმის მისტიკური ტრადიცია - ხანუკას, მენორაზე სანთლების დანთების შესახებ ასეთია: "დღეს როდესაც ჩვენ ვანთებთ მენორას, ამით ჩვენ ვანთებთ საკუთარ თავში ღვთაებრივ ნაპერწკალს, როდესაც ჩვენი მენორა ანთია, ამით ჩვენ ვანახებთ ღმერთს, რომ ჩვენ მას ვეძებთ, მივისწრაფით მისკენ. მენორას დანთებით ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ შევიცნობთ ჭეშმარიტებას და ვიხილავთ ღვთაებრივ ნათელს ამქვეყნად. (რაბინი ლაზერსონი-"Jewsweek")
 
აქედან გამომდინარე, ის ვინც ხანუკას დროს (გრძელდება რვა დღე) მენორაზე სანთლებს დაანთებს, ამით გამოხატავს სურვილს ჭეშმარიტების, ღმერთის ძიებისა, თორასთან (ძველ აღთქმასთან) დაბრუნებისა. ეს კი ახალი აღთქმის, ჭეშმარიტი მესიის, მაცხოვრის, ქრისტეს უარყოფის ტოლფასია. მენორაზე სანთლების დანთება, რომელიც არის სიმბოლო იუდაიზმისა , ანუ "ახალი" მესიის (ანტიქრისტეს) მოლოდინისა, ნიშნავს ჭეშმარიტ ნათელზე, თაბორის ნათელზე უარის თქმას და რაღაც ახალი "ნათელის" მოლოდინს.
 
იუდაიზმის მისტიკურ ტრადიციაში ჭეშმარიტების შემეცნების პროცესი სამ კატეგორიად იყოფა - ხოხმა, ბინა და დაათი. როდესაც ასურელებმა ისრაელი დაიპყრეს, მათ იერუსალიმის ტაძარში წაბილწეს ზეთი, რომლითაც ებრაელები მენორას (მაშინ იგი შვიდტოტა იყო) ანთებდნენ. მისტიური თვალსაზრისით, ზეთი (შემდგომ იგი სანთლებით შეცვალეს) არის სიმბოლო ხოხმისა (უმაღლესი ღვთებრივი სიბრძნე). იუდეველთათვის ხოხმა არის უმაღლესი ნიჭი , რომელიც უნდა გამოყენებულ იქნას მოსეს სჯულის შემეცნებასა და აღსრულებაში.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გააუქმა ძველი სჯული, რომელიც იყო მხოლოდ აჩრდილი, მინიშნება, მოლოდინი ახალი აღთქმისა, ჭეშმარიტებისა. შესაბამისად მენორაზე სანთლების დანთება, მით უმეტეს იუდეველთა რაბინებთან ერთად ხანუკას დღეებში, არის ქრისტეს უარყოფის, ძველ სჯულთან მიბრუნების სიმბოლური ნიშანი, ანუ "ხოხმა".
მღვდ. გელასი აროშვილი

 
საქართველოში ბაბტისტური სექტის ლიდერ მ.სონღულაშვილთან და კონსტანტინოპოლის ეკუმენისტ პატრიარქ ბართოლომეოსთან ეკუმენური ძმობისა და თანალოცვის წარწყმედაში!

ანტიქრისტეს მისალმება

 

 

 

იოანე პავლე II გამოსახავს ანტიქრისტეს-666, ხოლო ბენედიქტ XVI აძლევს სატანას ნიშანს-„მე შენ მიყვარხარ“, ხოლო საქართველოს და კონსტანტინეპოლის „პატრიარქები“ სატანის თაყვანისმცემელ პაპებთან აღავლენენ ლოცვებს და თაყვანისმცემლობენ ისინიც პირდაპირ სატანას

 

 

 

სატანიზმის მიმდევარი "ბუშების ოჯახი" მისალმებას უგზავნის სატანას: "მე შენ მიყვარხარ!"

Headlines were made last year during Bush's inauguration when the President and his family repeatedly flashed the sign. US media brushed aside the matter, saying it was in the context of supporting UT Longhorns. However, Europeans were shocked and interpreted the gesture as a salute to Satan.

იხ. ლინკი http://www.prisonplanet.com/articles/january2005/210105devilhand.htm

იხ. ლინკი ../bpg/publication_view.asp?InfoID=11548&iabspos=22&vjob=vcat,17&vtkid=

სატანის თაყვანისმცემელი ბუშების დინასტიის რჩეული მარიონეტი მასონი მიხეილ სააკაშვილი და მისი პატრიარქი ილია ემსახურებიან მართლმადიდებლობის განადგურებას, და ეკუმენიზმის, ანუ სატანის მოძღვრების აღზევებას საქართველოში; ნუთუ, ვინმე ეჭვს შეიტანს „დიდგორის“ მხილებაში?! ხოლო, ჰილარი კლინტონის პირადი პატიმარია მამა ბასილი მკალავიშვილი და ამ მამხილებელი სურათების შემდეგ იმედია მიხვდებით, თუ რისთვის დაარბიეს უკიდურესი სისასტიკით გლდანის ტაძარი! ხოლო საქართველოს ეროვნული ხელისუფლება იმიტომ განდევნეს მახვილით, რომ მას ჭეშმარიტად მართლმადიდებელი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჰყავდა! დიახ, სწორედ სატანის მიმდევარი ბუშის (უფროსი) ანტიმართლმადიდებლურმა პოლიტიკამ შეიწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და კანონიერი პრეზიდენტის სიცოცხლე! ე. შევარდნაძე და მისი პუტჩისტური ხროვა, რომლებიც დღეს-დღეობით სხვა და სხვა „ოპოზიციურ“ პოლიტიკურ პარტიებში არიან წარმოდგენილნი, ილია II-ეს „ლოცვა-კურთხევით“, სატანისტების ნების შემსრულებელნი იყვნენ მხოლოდ!

იხ. ლინკი მ. სააკაშვილი-მასონური ორდენის კავალერი: http://www.mamuli.net:80/didgori/bpg/publication_view.asp?InfoID=11529&iabspos=11&vjob=vcat,16&vtkid=

 


 

მე ვგმობ ეკუმენიზმს

მე ვგმობ ეკუმენიზმს და იგი უბრალოდ წვალებად კი არა, საყოველთაო წვალებად - ყველა წვალებისა და ცრუმოძღვრების საცავად მიმაჩნია (ალექსანდრიის პატრიარქი ნიკოლოზ VI)

ლინკი: Benedict XVI giving El Diablo satanic sign

ქართველთაგან თუ ვინმე შეგვეკითხება, როგორი იქნება სახარებისეული წინასწარმეტყველებით უწყებული - ანტიქრისტე? ჩვენ შეგვიძლია, ვუპასუხოთ, რომ იგი იქნება, სწორედ ისეთი, მსოფლიო ძალაუფლებით სატანისგან აღზევებული, როგორიც არის დღეს საქართველოში გამეფებული, მისი მცირე წინასახე - მიხეილ სააკაშვილი!

მართლმადიდებელი ეკლესიის კოდექსით ეკუმენიზმის ერესში ბრალდებულია, როგორც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, ისე, მისი პოლიტიკური მოქიშპე - ოპოზიციური სპექტრი, რადგან ორივე სულიერ მამად აღიარებს საქართველოს ერეტიკოს პატრიარქ ილია II-ს და მის სინოდს.


შამანური რიტუალი ეკუმენიზმის ფორუმზე ჩვეულებრივი მოვლენაა



მიმართვა 2007წ. 2 ნოემბრის შეკრების მონაწილეებს
პარიზის ქართული სამრევლოს მოძღვარი გიორგი სხილაძე

http://mamuli.net/didgori/default.asp?bpgpid=41&pg=1



ბლოგი „დიდგორი

 

 


დღესაც მტერმა პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომელთაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუის-ურბნისი.

სექტანტობა შეუთავსებელია ქართულ ცნობიერებასთან, უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია, შემთხვევითი როდია, რომ მის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს კომუნისტური ხელისუფლება, დღესაც იგი მთავარი იარაღია ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ბრძოლაში. სექტანტობის გაძლიერებას ხელს უწყობენ ჩვენი ეკლესიის ცრუ საჭეთმპყრობელნი, თავისი შეგნებული პასიურობით, ნიღილიზმით, ინდიფერენტულობით და უზნეობით.

ზვიად გამსახურდია


2007 წლის 12 ოქტომბერს (ახ.სტ.) საქართველოში ჩავიდა ცნობილი მასონ-ეკუმენისტი კონსტანტინეპოლის ახალმესტილე „პატრიარქი“ ბართლომეოს I, რომელმაც სამგზის ანათემის სასჯელი ჩაიტანა თბილისში! მოვუწოდებთ, ქართველ ერს, არ მიიღოს მონაწილეობა, ამ მსოფლიო ღვთისმგმობელისა და საქართველოს ერეტიკოსი პატრიარქის ილია II შიოლაშვილის წარსაწყმედელ „სადღესასწაულო-ღვთისმსახურებაში“


  • იხ. ლინკი ბართოლომეოსის თანალიტურგია პაპთან_ბენედიქტ 666-თან http://papalvisit.ecupatriarchate.org/media/pope_arrival_2006.php?f=windows&p=1

    ერთობლივი ეკუმენისტური ლიტურღია

    იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენიის სასჯელს ? (მათე 23; 33)

    „დღეს წმიდა ეკლესია ყველას გასაგონად ჩამოთვლის სატანისაგან წარმოშობილსა და გამოსულ სწავლებებს. ეს სწავლებები ღვთის მტრობის გამომხატველია, წინააღმდგომნი ჩვენი გადარჩენისა, წარმტაცებელნი ჩვენი ცხონებისა. ეკლესია ამხილებს ამ მოძღვრებებს, როგორც მგელ მტაცებელთ, გველთ წარმწყმედელთ, როგორც მპარავთა და მკვლელთ. იგი ანათემას გადასცემს ამ სწავლებებს და მათაც ვინც შეუპოვრად ადგას ამ გზას; ამით გვიფარავს ამ მოძღვრებებისაგან და უფსკრულიდან ამოსვლისაკენ მოუწოდებს მათით მოხიბლულებს.“ ( წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.) ამ მგელ მტაცებელ, გველ წარმწმედელ, მპარავ და მკვლელ მოძღვრებათა სათავეში დგას კათოლიციზმის მწვალებლობა, რომელსაც სულ ახლახანს კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოს დასანახად წარბშეუხრელი ურცხვობით თაყვანისცა კონსტანტინეპოლის ეკუმენისტური საპატრიარქოს პირველიერარქმა ბართლომეოსმა. მიმდინარეობს ვატიკანისა და კონსტანტინეპოლის გამალებული მზადება გაერთიანებული რელიგიისათვის, ანტიქრისტეს რელიგიისათვის, და ეს ბოლო შეხვედრა რომის პაპის და კონსტანტინეპოლის ეკუმენისტი პატრიარქისა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჟამი უფლის მეორედ მოსვლის და საყოველთაო სამსჯავროსი ახლოა. რადგან მსოფლიო განდგომოლება, ეს ყველაზე დიდი ნიშანი, უფლის მეორედ მოსვლისა, უკვე სახეზეა! „დიდგორის“ თავფურცელის „სლაიდ_შოუში“ იხილეთ ფოტო-მასალა, რომელიც კიდევ ერთხელ ააშკარავებს მსოფლიო გატიალების სიბილწეს!

    სამგზის ანათემა ყოველივე სიახლეს, სამგზის ანათემა საეკლესიო გარდამოცემისა და წმიდა ნეტარხსენებულ მამათა კანონთა წინააღმდეგ ქმედებას (მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-8 კანონი)

    „სიტყვა ანათემა განყენებას, განკვეთას ნიშნავს, როცა ეკლესია ანათემას გადასცემს რაიმე სწავლებას, ეს ნიშნავს,რომ, რომ ეს სწავლება სულიწმიდის გმობის შემცველია და ცხონებისათვის უნდა უარიყოს და უნდა განიკვეთოს. როცა ეკლესია შეაჩვენებს ადამიანს, ეს ნიშნავს რომ ამ კაცმა საბოლოოდ შეისისლხორცა ღვთისმგმობი სწავლება და ამით თავის თავსაც უკარგავს ცხონების გზას და იმ ახლობლებსაც, ვისაც თავის მოსაზრებებს ასწავლის.“ ( წმიდა ეგნატე)

    ვაი, თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთამაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ. (მათე 23, 13) „საშინელი იარაღია დემონთა ხელში - მწვალებლობა! მისი შემწეობით დაღუპეს მათ მთელი ერები, მათთვის შეუმჩნევლად გამოაცალეს ხელიდან. ქრისტიანობა, ღვთისმგმობი სწავლებით შეუცვალეს იგი და მომაკვდინებელი სწავლება განწმენდილი, ჭეშმარიტი, აღდგენილი ქრისტიანობის სახელით შეალამაზეს...ღვთისმგმობელობა, რომელიც ყოველი მწვალებლობის არსს წარმოადგენს, ყველაზე მძიმე ცოდვაა ...ამგვარად მოქმედებენ დემონები და ადამიანთა ადვილად მოსახიბლად და ცოდვაზე დასათანხმებლად, ღვთისმგმობელობის ცოდვასაც ნიღბავენ: ბრწყინვალე დასახელებით, მდიდრული მჭერმეტყველებით და ამაღლებული ფილოსოფიით ცდილობენ მის შებურვას.“ ბრძანებს წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.

    ჩვენც შევხედოთ ფოტოზე ამ ერესიერარქებს, როგორ ნიღბავენ თავის ღვთისმგმობელობას ბრწყინვალე შესამოსლებით, მოოქროვილი და მდიდრული ტაძრებით, ჯვრებითა და ხატებით იმოსებიან ნათლის ანგელოზებად და როგორც უფალი ფარისეველებზე ბრძანებდა: ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ; იფართოვებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს. უყვართ სათავეში ჯდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე სინაგოგებში. და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ რაბი! . (მათე 23;5-7 ) ბართლომეოსი თავისი სამღვდელოებით, სიყვარულის ლოცვებს და დიდ ტრაპეზებს მართავს წმიდა მამათა სამართლის კოდექსით განკვეთილ პაპისტებთან.

    არავითარი სურვილი გამოსწორების, სინანულის, პირიქით შემზარავი საქმეები ოფიციალურ მართლმადიდებელ ერესიერარქთა მხრიდან გრძელდება, უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან წარწყმედის ჭაობში და ხალხსაც ითრევენ. წმიდა კრებათა ღვთაებრივი კანონები მთლიანად უარყოფილია, ღმერთის მოძღვრება მთლიანად შეგინებულია, უფლის ყველა აკრძალვა და მცნება ფეხქვეშ გათელილია.ქრისტეს მოძღვრებას უარყოფენ და მაინც მისი სახელით მოქმედებენ, რათა მოატყუონ ხალხი, შეიტყუონ მახეში და წარწყმიდონ.

    ლათინებზე ბრძანებდნენ ათონელი ბერები იმპერატორ მიქაელ პალეოლოგისადმი მიმართვაში: „მათ მეფეო ცვლილებებისა და დამახინჯების გარეშე არ დაუტოვებიათ სარწმუნოების უმთავრესი დოგმატები. ამიტომაც არა მხოლოდ განვარდებიან ქრისტეს ეკლესიიდან, არამედ გადაეცემიან სატანას. მათ თითქმის მთლიანად დაამახინჯეს სახარებისეული, სამოციქულო, კანონიკური და წმიდა მამათამიერი გარდამოცემა.“

    თუკი ჩვენ მათთან (ლათინებთან) უბრალოდ გზაზე მისალმება გვეკრძალება, თუკი არ შეგვიძლია მათ სახლში შესვლაც კი, მაშინ როგორ მივიღებთ მათ ტაძარში, თვით საკურთხეველში, ძე ღმრთისას საშინელ და საიდუმლო ტრაპეზზე, სადაც თავად უფალი შეიწირება უსისხლო მსხვერპლად?

    „ვაი, თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენია მტაცებლობითა და უსამართლობით. ვაი, თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენია მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურობით (მათე 23-25, 27)

    რომელი გონებადაბნელებული გაბედავს წამოსცდეს მოხსენიება ასეთი (პაპისტებთან თანამლოცველი პატრიარქის) სახელისა? ვინც სულიწმიდის მიერ არის განკვეთილი, როგორც ღმერთზე და წმიდანებზე აჯანყებული, და ამით თავად გახდეს ღმერთის მტერი? ვინ შეამჩნია მასში (პატრიარქში) ანდა მასთან ერთობაში მყოფთა შორის გამოსწორების სურვილი? სად არის სინანული ავი საქმეების გამო? რა თქმა უნდა ასეთი პატრიარქები უკანასკნელ ადგილსაც კი არ იმსახურებენ, მაშინ როგორღა იქნებიან წინამძღვარნი? ტფუუ! ფურთხის ღირსნი არიან მხოლოდ! ‘’აი, ასე ამხილეს ათონელმა ბერებმა კონსტანტინეპოლის პატრიარქი - იოანე ვეკკა მეფის წინაშე, როდესაც მეფე და პატრიარქი ლათინებთან გაერთიანებას ცდილობდნენ.

    ამ მხილების შემდეგ ლათინებმა ათონელი ბერები დახოცეს. ვინ მოსთვლის, იმ საშინელებებს, და წმიდა მამათა იმ ხოცვა-ჟლეტას, რაც ლათინებს ათონის მთის დალაშქვრისას ჩაუდენიათ...ხოლო ნახეთ, დღეს ეს ცრუ პატრიარქები და ცრუ მართლმადიდებლები როგორ ამბორსყოფენ ლათინებს, როგორ თანალოცულობენ ღვთის მტრებთან და როგორ სასიყვარულო ტრაპეზებს უმართავენ, რითაც ტოლი და სწორი ხდებიან მათთან ერთად; მწვალებლური დაცემის და ხდებიან ასევე მათდამი განწესებული სასჯელის თანამდებნი. როგორი დიდია თქვენი დაცემა, რომ კარგად უწყით წმ. მოციქულთა 45 კანონი და თქვენივე თავის წარსაწყმედლად, მაინც ფეხქვეშ თელავთ მას: „თუ ეპისკოპოსმა მწვალებელთან ერთად ილოცოს აეკრძალოს მღვდლობა და განიკვეთოს ,,ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობითა და უსჯულოებით ხართ აღვსილნი. იქედნეთა ნაშობო გველებო! როგორ გაექცევით გეენიის სასჯელს? (მათე 23;28, 33)

     


    იხილეთ ვიდეო


    იხ_ლინკი: ბართლომეოს I ეშმაკეულ საქმეთა ყველა ვიდეო:

    იხ: ლინკი – მასონური ლოჟებით მსოფლიოზე მომავალი ანტიქრისტე!


     

    ვიდეო დიდგორი-ტაძრის დარბევა, ვიდეო დიდგორი ვიდეო-ტაძრის დარბევა დიდგორი ვიდეო-ტაძრის დარბევა

     


    1. ინტერვიუ მიტროპოლიტ დამასკინთან
    2. ინტერვიუ ბერძნული მართლმადიდებელი ანტიეკუმენისტური  სინოდის ეპისკოპოს ამბროსისთან (ბაიარდი) 

     

 


 


 
 

„ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს მსგავსი სამარცხვინო სანახაობა. რომელი მართლმადიდებელი პატრიარქი მოიწვევდა თავის ქვეყანაში ერესიარქს და პომპეზურ დახვედრას მოუწყობდა. ამდაგვარი ვიზიტები კიდევ ერთხელ მეტყველებს თანამედროვე იერარქების სრულ რელიგიურ უპრინციპობაზე და ინდეფერენტიზმზე. პაპი ლიტურგიაზე მხოლოდ იმიტომ არ მიიწვიეს, რომ საპატრიარქოს შიგნით არსებულ კლერიკალებს გაუწიეს ანგარიში. უცნაურია მაგრამ, დღეს სწორედ ისინი არიან პატრიარქის მთავარი დასაყრდენი მართლმადიდებელთა წინააღმდეგ. თუმცა, სულიერ პლანში ლიტურგიაზე არ მიწვევა სრულიად არაფერს ნიშნავს, რადგანაც მსგავსი პრაქტიკა (წირვებზე მწვალებლებთან ერთად თანალოცვა ფართოდაა დანერგილი ყველა საპატრიარქოში, თუნდაც ახალი პაპის მონაწილეობა რად ღირს კონსტანტინეპოლის პატრიარქის ლიტურგიაში, რაც ფართოდ გაშუქდა. ვიდეო და ფოტომასალა ამის შესახებ ამაზრზენია, ნუთუ შეიძლება ეს მართლმადიდებლის სინდისს არ შეეხოს?). რაც შეეხება რელიგიურ ფორუმებში და დიალოგებში მონაწილეობას, - მართლმადიდებლებს შეუძლებელია დიალოგი ჰქონდეთ მწვალებლებთან, რადგანაც დიალოგი ურთიერთ-დათმობებსა და კონსენსუსებს გულისხმობს, რაც სრულიად გამორიცხულია სარწმუნოების საკითხებში. მართლმადიდებლებს მწვალებლებთან შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ მონოლოგი, ანუ ქადაგება, მხილება, პროზელიტიზმი. (რაზეც საქ. საპატრიარქო ოფიციალურ უარს ამბობს. იხ. ცნობილი დოკუმენტები სხვადასხვა რელიგიების ლიდერებთან)“ მღვდ. გ. აროშვილი

პარიზის ქართული სამრევლოს სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი გამოცემა საერთაშორისო შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ
ქრისტეს საშინელი სამსჯავრო „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“- ს ყოფილი ინდივიდუალური წევრი (ავსტრია)
არ შეცდე სარწმუნოებაში! წერილის განხილვა
წმიდა თეოდორას ხილვა! 1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნები
მღვდელი გიორგი სხილაძე-პარიზის ქართული სამრევლო საქართველოს ხსნა კანონიერი ხელისუფლების აღდგენაშია!
 
 
ეროვნული ხელისუფლებისათვის დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნის პანაშვიდი 

დღესაც მტერმა პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომელთაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუის-ურბნისი.

 სექტანტობა შეუთავსებელია ქართულ ცნობიერებასთან, უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია, შემთხვევითი როდია, რომ მის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს კომუნისტური ხელისუფლება, დღესაც იგი მთავარი იარაღია ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ბრძოლაში. სექტანტობის გაძლიერებას ხელს უწყობენ ჩვენი ეკლესიის ცრუ საჭეთმპყრობელნი, თავისი შეგნებული პასიურობით, ნიღილიზმით, ინდიფერენტულობით და უზნეობით.

განცხადებები

 

Bloody aggression of Russia against Georgia!
Russia disrupting international standards, is achieved bloody violence against the people of Georgia!

Россия варварский ворвалась на территорию суверенной Грузии и жестоко расправляется с грузинским народом!

 

Заявление

Η Ρωσία βάρβαρη έσπασε στο έδαφος της κυρίαρχης Γεωργίας και σοβαρά την ισιώνουν με τους της Γεωργίας ανθρώπους!

didgori.presscenter@gmail.com