თანადგომა დასავლეთ ევროპის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლები მორალურ თანადგომას ვუცხადებთ მართლმადიდებელ მღვდელს – ბასილ მკალავიშვილს, მის მორჩილს – პეტრე ივანიძეს და გლდანის ეკლესიის მრევლს! თავისუფლება მართლმადიდებელ მღვდლებს! თავისუფლება ქართველ ერს! დიდება უფალს! ფინეთი/ჰელსინკი 12.08.2006
მირქმა (მიგებება) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მოციქულთა 45-ე კანონი:
„თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.
საქართველოს ეკუმენისტი პატრიარქი ილია II იუდეველ რაბინ მიხელაშვილთან ხანუკას დღესასწაულზე და რომის პაპ იოანე -პავლე II _სთან
მენორას სანთლები ანუ "ხოხმა"
იუდეველები ხანუკას დღესასწაულზე საზეიმოდ ანთებენ მენორას (რვატოტა შანდალს), რითიც გამოხატავენ სურვილს ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან, თორასთან (მოსეს ხუთწიგნეული) დაბრუნებისა. იუდაიზმის მისტიკური ტრადიცია - ხანუკას, მენორაზე სანთლების დანთების შესახებ ასეთია: "დღეს როდესაც ჩვენ ვანთებთ მენორას, ამით ჩვენ ვანთებთ საკუთარ თავში ღვთაებრივ ნაპერწკალს, როდესაც ჩვენი მენორა ანთია, ამით ჩვენ ვანახებთ ღმერთს, რომ ჩვენ მას ვეძებთ, მივისწრაფით მისკენ. მენორას დანთებით ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ შევიცნობთ ჭეშმარიტებას და ვიხილავთ ღვთაებრივ ნათელს ამქვეყნად. (რაბინი ლაზერსონი-"Jewsweek")
აქედან გამომდინარე, ის ვინც ხანუკას დროს (გრძელდება რვა დღე) მენორაზე სანთლებს დაანთებს, ამით გამოხატავს სურვილს ჭეშმარიტების, ღმერთის ძიებისა, თორასთან (ძველ აღთქმასთან) დაბრუნებისა. ეს კი ახალი აღთქმის, ჭეშმარიტი მესიის, მაცხოვრის, ქრისტეს უარყოფის ტოლფასია. მენორაზე სანთლების დანთება, რომელიც არის სიმბოლო იუდაიზმისა , ანუ "ახალი" მესიის (ანტიქრისტეს) მოლოდინისა, ნიშნავს ჭეშმარიტ ნათელზე, თაბორის ნათელზე უარის თქმას და რაღაც ახალი "ნათელის" მოლოდინს.
იუდაიზმის მისტიკურ ტრადიციაში ჭეშმარიტების შემეცნების პროცესი სამ კატეგორიად იყოფა - ხოხმა, ბინა და დაათი. როდესაც ასურელებმა ისრაელი დაიპყრეს, მათ იერუსალიმის ტაძარში წაბილწეს ზეთი, რომლითაც ებრაელები მენორას (მაშინ იგი შვიდტოტა იყო) ანთებდნენ. მისტიური თვალსაზრისით, ზეთი (შემდგომ იგი სანთლებით შეცვალეს) არის სიმბოლო ხოხმისა (უმაღლესი ღვთებრივი სიბრძნე). იუდეველთათვის ხოხმა არის უმაღლესი ნიჭი , რომელიც უნდა გამოყენებულ იქნას მოსეს სჯულის შემეცნებასა და აღსრულებაში.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გააუქმა ძველი სჯული, რომელიც იყო მხოლოდ აჩრდილი, მინიშნება, მოლოდინი ახალი აღთქმისა, ჭეშმარიტებისა. შესაბამისად მენორაზე სანთლების დანთება, მით უმეტეს იუდეველთა რაბინებთან ერთად ხანუკას დღეებში, არის ქრისტეს უარყოფის, ძველ სჯულთან მიბრუნების სიმბოლური ნიშანი, ანუ "ხოხმა".
მღვდ. გელასი აროშვილი
საქართველოში ბაბტისტური სექტის ლიდერ მ.სონღულაშვილთან და კონსტანტინოპოლის ეკუმენისტ პატრიარქ ბართოლომეოსთან ეკუმენური ძმობისა და თანალოცვის წარწყმედაში!
იოანე პავლე II გამოსახავს ანტიქრისტეს-666, ხოლო ბენედიქტ XVI აძლევს სატანას ნიშანს-„მე შენ მიყვარხარ“, ხოლო საქართველოს და კონსტანტინეპოლის „პატრიარქები“ სატანის თაყვანისმცემელ პაპებთან აღავლენენ ლოცვებს და თაყვანისმცემლობენ ისინიც პირდაპირ სატანას
სატანიზმის მიმდევარი "ბუშების ოჯახი" მისალმებას უგზავნის სატანას: "მე შენ მიყვარხარ!"
Headlines were made last year during Bush's inauguration when the President and his family repeatedly flashed the sign. US media brushed aside the matter, saying it was in the context of supporting UT Longhorns. However, Europeans were shocked and interpreted the gesture as a salute to Satan.
სატანის თაყვანისმცემელი ბუშების დინასტიის რჩეული მარიონეტი მასონი მიხეილ სააკაშვილი და მისი პატრიარქი ილია ემსახურებიან მართლმადიდებლობის განადგურებას, და ეკუმენიზმის, ანუ სატანის მოძღვრების აღზევებას საქართველოში; ნუთუ, ვინმე ეჭვს შეიტანს „დიდგორის“ მხილებაში?! ხოლო, ჰილარი კლინტონის პირადი პატიმარია მამა ბასილი მკალავიშვილი და ამ მამხილებელი სურათების შემდეგ იმედია მიხვდებით, თუ რისთვის დაარბიეს უკიდურესი სისასტიკით გლდანის ტაძარი! ხოლო საქართველოს ეროვნული ხელისუფლება იმიტომ განდევნეს მახვილით, რომ მას ჭეშმარიტად მართლმადიდებელი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჰყავდა! დიახ, სწორედ სატანის მიმდევარი ბუშის (უფროსი) ანტიმართლმადიდებლურმა პოლიტიკამ შეიწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და კანონიერი პრეზიდენტის სიცოცხლე! ე. შევარდნაძე და მისი პუტჩისტური ხროვა, რომლებიც დღეს-დღეობით სხვა და სხვა „ოპოზიციურ“ პოლიტიკურ პარტიებში არიან წარმოდგენილნი, ილია II-ეს „ლოცვა-კურთხევით“, სატანისტების ნების შემსრულებელნი იყვნენ მხოლოდ!
მე ვგმობ ეკუმენიზმს და იგი უბრალოდ წვალებად კი არა, საყოველთაო წვალებად - ყველა წვალებისა და ცრუმოძღვრების საცავად მიმაჩნია (ალექსანდრიის პატრიარქი ნიკოლოზ VI)
ქართველთაგან თუ ვინმე შეგვეკითხება, როგორი იქნება სახარებისეული წინასწარმეტყველებით უწყებული - ანტიქრისტე? ჩვენ შეგვიძლია, ვუპასუხოთ, რომ იგი იქნება, სწორედ ისეთი, მსოფლიო ძალაუფლებით სატანისგან აღზევებული, როგორიც არის დღეს საქართველოში გამეფებული, მისი მცირე წინასახე - მიხეილ სააკაშვილი!
მართლმადიდებელი ეკლესიის კოდექსით ეკუმენიზმის ერესში ბრალდებულია, როგორც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, ისე, მისი პოლიტიკური მოქიშპე - ოპოზიციური სპექტრი, რადგან ორივე სულიერ მამად აღიარებს საქართველოს ერეტიკოს პატრიარქ ილია II-ს და მის სინოდს.
შამანური რიტუალი ეკუმენიზმის ფორუმზე ჩვეულებრივი მოვლენაა
დღესაც მტერმა პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომელთაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუის-ურბნისი.
სექტანტობა შეუთავსებელია ქართულ ცნობიერებასთან, უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია, შემთხვევითი როდია, რომ მის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს კომუნისტური ხელისუფლება, დღესაც იგი მთავარი იარაღია ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ბრძოლაში. სექტანტობის გაძლიერებას ხელს უწყობენ ჩვენი ეკლესიის ცრუ საჭეთმპყრობელნი, თავისი შეგნებული პასიურობით, ნიღილიზმით, ინდიფერენტულობით და უზნეობით.
2007 წლის 12 ოქტომბერს (ახ.სტ.) საქართველოში ჩავიდა ცნობილი მასონ-ეკუმენისტი კონსტანტინეპოლის ახალმესტილე „პატრიარქი“ ბართლომეოს I, რომელმაც სამგზის ანათემის სასჯელი ჩაიტანა თბილისში! მოვუწოდებთ, ქართველ ერს, არ მიიღოს მონაწილეობა, ამ მსოფლიო ღვთისმგმობელისა და საქართველოს ერეტიკოსი პატრიარქის ილია II შიოლაშვილის წარსაწყმედელ „სადღესასწაულო-ღვთისმსახურებაში“
„დღეს წმიდა ეკლესია ყველას გასაგონად ჩამოთვლის სატანისაგან წარმოშობილსა და გამოსულ სწავლებებს. ეს სწავლებები ღვთის მტრობის გამომხატველია, წინააღმდგომნი ჩვენი გადარჩენისა, წარმტაცებელნი ჩვენი ცხონებისა. ეკლესია ამხილებს ამ მოძღვრებებს, როგორც მგელ მტაცებელთ, გველთ წარმწყმედელთ, როგორც მპარავთა და მკვლელთ. იგი ანათემას გადასცემს ამ სწავლებებს და მათაც ვინც შეუპოვრად ადგას ამ გზას; ამით გვიფარავს ამ მოძღვრებებისაგან და უფსკრულიდან ამოსვლისაკენ მოუწოდებს მათით მოხიბლულებს.“ ( წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.) ამ მგელ მტაცებელ, გველ წარმწმედელ, მპარავ და მკვლელ მოძღვრებათა სათავეში დგას კათოლიციზმის მწვალებლობა, რომელსაც სულ ახლახანს კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოს დასანახად წარბშეუხრელი ურცხვობით თაყვანისცა კონსტანტინეპოლის ეკუმენისტური საპატრიარქოს პირველიერარქმა ბართლომეოსმა. მიმდინარეობს ვატიკანისა და კონსტანტინეპოლის გამალებული მზადება გაერთიანებული რელიგიისათვის, ანტიქრისტეს რელიგიისათვის, და ეს ბოლო შეხვედრა რომის პაპის და კონსტანტინეპოლის ეკუმენისტი პატრიარქისა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჟამი უფლის მეორედ მოსვლის და საყოველთაო სამსჯავროსი ახლოა. რადგან მსოფლიო განდგომოლება, ეს ყველაზე დიდი ნიშანი, უფლის მეორედ მოსვლისა, უკვე სახეზეა! „დიდგორის“ თავფურცელის „სლაიდ_შოუში“ იხილეთ ფოტო-მასალა, რომელიც კიდევ ერთხელ ააშკარავებს მსოფლიო გატიალების სიბილწეს!
სამგზის ანათემა ყოველივე სიახლეს, სამგზის ანათემა საეკლესიო გარდამოცემისა და წმიდა ნეტარხსენებულ მამათა კანონთა წინააღმდეგ ქმედებას (მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-8 კანონი)
„სიტყვა ანათემა განყენებას, განკვეთას ნიშნავს, როცა ეკლესია ანათემას გადასცემს რაიმე სწავლებას, ეს ნიშნავს,რომ, რომ ეს სწავლება სულიწმიდის გმობის შემცველია და ცხონებისათვის უნდა უარიყოს და უნდა განიკვეთოს. როცა ეკლესია შეაჩვენებს ადამიანს, ეს ნიშნავს რომ ამ კაცმა საბოლოოდ შეისისლხორცა ღვთისმგმობი სწავლება და ამით თავის თავსაც უკარგავს ცხონების გზას და იმ ახლობლებსაც, ვისაც თავის მოსაზრებებს ასწავლის.“ ( წმიდა ეგნატე)
ვაი, თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთამაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ. (მათე 23, 13) „საშინელი იარაღია დემონთა ხელში - მწვალებლობა! მისი შემწეობით დაღუპეს მათ მთელი ერები, მათთვის შეუმჩნევლად გამოაცალეს ხელიდან. ქრისტიანობა, ღვთისმგმობი სწავლებით შეუცვალეს იგი და მომაკვდინებელი სწავლება განწმენდილი, ჭეშმარიტი, აღდგენილი ქრისტიანობის სახელით შეალამაზეს...ღვთისმგმობელობა, რომელიც ყოველი მწვალებლობის არსს წარმოადგენს, ყველაზე მძიმე ცოდვაა ...ამგვარად მოქმედებენ დემონები და ადამიანთა ადვილად მოსახიბლად და ცოდვაზე დასათანხმებლად, ღვთისმგმობელობის ცოდვასაც ნიღბავენ: ბრწყინვალე დასახელებით, მდიდრული მჭერმეტყველებით და ამაღლებული ფილოსოფიით ცდილობენ მის შებურვას.“ბრძანებს წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.
ჩვენც შევხედოთ ფოტოზე ამ ერესიერარქებს, როგორ ნიღბავენ თავის ღვთისმგმობელობას ბრწყინვალე შესამოსლებით, მოოქროვილი და მდიდრული ტაძრებით, ჯვრებითა და ხატებით იმოსებიან ნათლის ანგელოზებად და როგორც უფალი ფარისეველებზე ბრძანებდა: ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ; იფართოვებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს. უყვართ სათავეში ჯდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე სინაგოგებში. და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ რაბი! . (მათე 23;5-7 ) ბართლომეოსი თავისი სამღვდელოებით, სიყვარულის ლოცვებს და დიდ ტრაპეზებს მართავს წმიდა მამათა სამართლის კოდექსით განკვეთილ პაპისტებთან.
არავითარი სურვილი გამოსწორების, სინანულის, პირიქით შემზარავი საქმეები ოფიციალურ მართლმადიდებელ ერესიერარქთა მხრიდან გრძელდება, უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან წარწყმედის ჭაობში და ხალხსაც ითრევენ. წმიდა კრებათა ღვთაებრივი კანონები მთლიანად უარყოფილია, ღმერთის მოძღვრება მთლიანად შეგინებულია, უფლის ყველა აკრძალვა და მცნება ფეხქვეშ გათელილია.ქრისტეს მოძღვრებას უარყოფენ და მაინც მისი სახელით მოქმედებენ, რათა მოატყუონ ხალხი, შეიტყუონ მახეში და წარწყმიდონ.
ლათინებზე ბრძანებდნენ ათონელი ბერები იმპერატორ მიქაელ პალეოლოგისადმი მიმართვაში: „მათ მეფეო ცვლილებებისა და დამახინჯების გარეშე არ დაუტოვებიათ სარწმუნოების უმთავრესი დოგმატები. ამიტომაც არა მხოლოდ განვარდებიან ქრისტეს ეკლესიიდან, არამედ გადაეცემიან სატანას. მათ თითქმის მთლიანად დაამახინჯეს სახარებისეული, სამოციქულო, კანონიკური და წმიდა მამათამიერი გარდამოცემა.“
თუკი ჩვენ მათთან (ლათინებთან) უბრალოდ გზაზე მისალმება გვეკრძალება, თუკი არ შეგვიძლია მათ სახლში შესვლაც კი, მაშინ როგორ მივიღებთ მათ ტაძარში, თვით საკურთხეველში, ძე ღმრთისას საშინელ და საიდუმლო ტრაპეზზე, სადაც თავად უფალი შეიწირება უსისხლო მსხვერპლად?
„ვაი, თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენია მტაცებლობითა და უსამართლობით. ვაი, თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენია მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურობით (მათე 23-25, 27)
რომელი გონებადაბნელებული გაბედავს წამოსცდეს მოხსენიება ასეთი (პაპისტებთან თანამლოცველი პატრიარქის) სახელისა? ვინც სულიწმიდის მიერ არის განკვეთილი, როგორც ღმერთზე და წმიდანებზე აჯანყებული, და ამით თავად გახდეს ღმერთის მტერი? ვინ შეამჩნია მასში (პატრიარქში) ანდა მასთან ერთობაში მყოფთა შორის გამოსწორების სურვილი? სად არის სინანული ავი საქმეების გამო? რა თქმა უნდა ასეთი პატრიარქები უკანასკნელ ადგილსაც კი არ იმსახურებენ, მაშინ როგორღა იქნებიან წინამძღვარნი? ტფუუ! ფურთხის ღირსნი არიან მხოლოდ! ‘’აი, ასე ამხილეს ათონელმა ბერებმა კონსტანტინეპოლის პატრიარქი - იოანე ვეკკა მეფის წინაშე, როდესაც მეფე და პატრიარქი ლათინებთან გაერთიანებას ცდილობდნენ.
ამ მხილების შემდეგ ლათინებმა ათონელი ბერები დახოცეს. ვინ მოსთვლის, იმ საშინელებებს, და წმიდა მამათა იმ ხოცვა-ჟლეტას, რაც ლათინებს ათონის მთის დალაშქვრისას ჩაუდენიათ...ხოლო ნახეთ, დღეს ეს ცრუ პატრიარქები და ცრუ მართლმადიდებლები როგორ ამბორსყოფენ ლათინებს, როგორ თანალოცულობენ ღვთის მტრებთან და როგორ სასიყვარულო ტრაპეზებს უმართავენ, რითაც ტოლი და სწორი ხდებიან მათთან ერთად; მწვალებლური დაცემის და ხდებიან ასევე მათდამი განწესებული სასჯელის თანამდებნი. როგორი დიდია თქვენი დაცემა, რომ კარგად უწყით წმ. მოციქულთა 45 კანონი და თქვენივე თავის წარსაწყმედლად, მაინც ფეხქვეშ თელავთ მას: „თუ ეპისკოპოსმა მწვალებელთან ერთად ილოცოს აეკრძალოს მღვდლობა და განიკვეთოს ,,ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობითა და უსჯულოებით ხართ აღვსილნი. იქედნეთა ნაშობო გველებო! როგორ გაექცევით გეენიის სასჯელს? (მათე 23;28, 33)
იხილეთ ვიდეო
იხ_ლინკი: ბართლომეოს I ეშმაკეულ საქმეთა ყველა ვიდეო:
ლაოდეკიის კრების 34 კანონი: „არც ერთი ქრისტიანი არ უნდა წავიდეს ცრუ მოწამესთან, რომლებიც ან მწვალებლები იყვნენ, ან მწვალებელთა შორის იყვნენ. რადგან ერეტიკოსები უცხონი არიან ღვთისთვის, ამიტომ მათთან მისული შეჩვენებულ იყოს“
ამ კანონის თანახმად შეჩვენებულ არიან საქართველოს და რუსეთის აგენტ-პატრიარქები!შეჩვენებულ არიან არა მხოლოდ ერეტიკოსებთან თანალოცვისთვის, არამედ მათთან მეგობრული ფორუმებში მონაწილეობისთვის: წაიკითხეთ და იხილეთ მათი ანტიმართლადიდებლური მწვალებლობის საჯარო ქადაგების ერეტიკული დოკუმენტი "მოსკოვის რელიგიური სამიტი"!
ს.ს.რ.კ. „K. Г. B“-ს სულიერი ძმები: „ივერიელი“ და „დროზდოვი“
2006 წ. 3 ივლისს მოსკოვში, საპრეზიდენტო სასტუმროში გაიხსნა რელიგიურ წინამძღოლთა მრავალმხრივი შეხვედრა
მოსკოვის რელიგიური სამიტი
მოსკოვში მიმდინარეობს რელიგიურ წინამძღოლთა წარმომადგენლობითი შეხვედრის პირველი სამუშაო სხდომა. 2006 წლის 4 ივლისს მოსკოვის საპრეზიდენტო სასტუმროში მუშაობა გააგრძელა რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო შეხვედრამ.
მოსკოვის რელიგიური სამიტი
ვიდეო იწყება 15 წამის დაყოვნებით
მართლმადიდებლობის მტრები
ს.ს.რ.კ. „K. Г. B“-ს სულიერი ძმები: „ივერიელი“ და „დროზდოვი“ ფლანგებზე. აგრეთვე, შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადე, ვ. პუტინი და სომეხთა მამამთავარი გარეგინ II
ჩამოიტვირთეთ ყველა ვიდეო
ფილმებში იხილავთ:
მოსკოვის საერთაშორისო რელიგიური შეხვედრა (მოსკოვის სამიტი, 2006 წ. ივლისი)
პირველი სამუშაო სხდომა გაიხსნა კავკასიის მაჰმადიანთა სამმართველოს თავმჯდომარის შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადეს გამოსვლით. რომის პაპ ბენედიქტე XVI-ის მისალმება შეკრების მონაწილეებს გააცნო პაპთან არსებული ქრისტეანული ერთობის საბჭოს თავმჯდომარემ _ კარდინალმა ვალტერ კასპერმა.
სხდომაზე გამოვიდნენ უწმინდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი; აჰმად ბადრედინ ჰასუნი, ასურეთის არაბთა რესპუბლიკის მთავარი მუფთი; გალიის (საფრანგეთის _ მთარგმ. შენიშ.) მიტროპოლიტი ემანუელი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო _ მთარგმ. შენიშ.); მაათუქ აბდალაჰ ალ მაათუქი, ქუვეითის იუსტიციის, ბაკუფთა და ისლამურ საქმეთა მინისტრი; ბერლ ლაზარი, რუსეთის მთავარი რაბინი; უნეტარესი თეოქთისტე, პატრიარქი რუმინეთისა; ეპისკოპოსი მა ინლინი, ჩინეთის კათოლიკური ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე; მუფთი შეიჰ რავილ ჰაინუთდინი, რუსეთის მუფთთა საბჭოს თავმჯდომარე; ეპისკოპოსი ვოლფგანგ ჰუბერი, გერმანეთის ევანგელური ეკლესიის საბჭოს თავმჯდომარე; უწმინდესი გარეგინ II, ყოველთა სომეხთა უმაღლესი მამამთავარი.
სხდომის დასასრულს კავკასიის მაჰმადიანთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ის-ლამ აპლაჰ შუქურა ფაშა-ზადე გამოვიდა სიტყვით, რომელშიც აღნიშნა უწმინდეს პტრიარქ ალექსის დამსახურება სამშვიდობო სფეროსა და ხალხთა შორის მშვიდობისა და თანხმობის განმტკიცებაში. აგრეთვე, მან განაცხადა, რომ კადთა საბჭოსა და კავკასიის მაჰმადიანთა სამმართველოს მეცნიერულ-რელიგიური საბჭოს გადაწყვეტილებით რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს მიენიჭა კავკასიის მაჰმადიანთა უმაღლესი ჯილდო -- შეიჰ-ულ ისლამის ორდენი.
იხილეთ ქვემოთ: „KГБ“-ს აგენტ „ივერიელის“ ( საქართველოს პატრიარქი ილია მეორე) ევქარისტიული ძმის, აგრეთვე „KГБ“-ს აგენტ „დროზდოვის" ( რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე) ეკუმენისტური ეკლესიის წარწყმედის მხილებათა ლინკები
რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე - „KГБ"-ს აგენტი „დროზდოვი“
კომენტარი: ვინც იხილავს და წაიკითხავს საქართველოსა და რუსეთის პატრიარქთა ჯაშუშობის, ერეტიკული საქმიანობისა და ერეტიკულ ქადაგებათა ამ მტკიცებულებებს, და მიუხედავად ყველაფრისა, სულიწმიდის მგმობელ მათ ეკუმენისტურ „მართლმადიდებლობას" კიდევ ხოტბას შეასხამს, მაშინ, დაე, უფალმა განსაჯოს ისინი, რადგან სწორედ ასეთ ცრუ პატრიარქებზე და მათ მიმდევრებზე ბრძანა წმიდა ლავრენტი ჩერნიგოველმა: „სამღვდელოთაგან უდიდესი უმეტესობა წარწყმდება, ისინი უღალატებენ წმიდა ეკლესიას და ხალხსაც გაიყოლებენ!“
„ასავალ-დასავალის“ ზოგიერთი ჟურნალისტი ახლა მაინც მიხვდება იმას, თუ ვინ არიან „KГБ“-ს აგენტები და ცილს აღარ დაგვწამებენ!
რაც არის ადამიანში სული და სხეული, იგივეა ქვეყანაში ეკლესია და ერი. და რადგანაც ღვთის ათი მცნება ორ ძირითად, შემაჯამებელ მცნებამდე დაიყვანება: I — ღვთის სიყვარული და II — ადამიანის სიყვარული, ამიტომ ჩვენც ცალ-ცალკე განვიხილავთ თითოეულის — ეკლესია და ერი — ორ სახეს: სარწმუნოებრივსა და საზოგადოებრივს. ზოგადად მიმოვიხილავთ, საქართველოს ისტორიის ამ ბოლო ათწლეულში რა ჩავიდინეთ ისეთი, რისთვისაც დღემდე ვისჯებით და შესაბამისად, გამოსავალიც ვიპოვოთ დასკვნის სახით: რა გადაგვარჩენს?